სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი და მიზეზები” - პრემიერი

    “ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი და მიზეზები” - პრემიერი
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განუმარტონ.

    “ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.

    ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაცია იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.