სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რაღა უნდა მოხდეს მთავრობაში, რომ დააბრუნონ" - ედუარდ სააკაშვილი მიხეილზე

    "რაღა უნდა მოხდეს მთავრობაში, რომ დააბრუნონ" - ედუარდ სააკაშვილი მიხეილზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მამამისის როლს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.

    როგორც მან აღნიშნა, ექსპრეზიდენტი ძირითადად უკრაინულ ტელევიზიებს ადევნებს თვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა სააკაშვილი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს აქ ვეღარ ხედავს და მომავალში კარიერა კვლავ უკრაინაში განაგრძოს.

    "მე როგორც ვხედავ და ვუყურებ, მისი როლი საერთოდ ქართულ პოლიტიკაშიც გაუგებარია მომავლისთვის. არ ვიცი კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ, ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, რომ შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ მის პოლიტიკურ კარიერას", - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.