სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რამდენიმე მომენტში კვარას არ გაუმართლა, თორემ გოლს გაიტანდა"- სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

    "რამდენიმე მომენტში კვარას არ გაუმართლა, თორემ გოლს გაიტანდა"- სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ადანა დემირსპორთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

    "ჩემს გუნდს შესანიშნავად ვხედავ, ისე მომწონს, რომ თვალის მოწყვეტა მიჭირს. სავარჯიშო მატჩის კვალობაზე, ნორმალურად ვითამაშეთ, კარში 35-ჯერ დავარტყით. კვარაცხელიამ იცის, როგორ მოეპყრას ბურთს და როგორ მონახოს პარტნიორი. რამდენიმე მომენტში არ გაუმართლა, თორემ გოლს გაიტანდა.

    მიუხედავად იმისა, რომ თავის პოზიციაზე არ თამაშობდა, ძერბინი ანგარიშის გათანაბრებაში დაგვეხმარა. ამბროზინოს გამოცდილება აქვს მისაღები, მიხვდა ამ დონეზე რაც ხდება. ოლივეირას ვუთხრით, რომ ფრთხილად ემოქმედა. ოსტიგარდი შესანიშნავად გაისარჯა. კიმის დამატებამ გამახარა",
    -ციტირებს სპალეტის il mattino.