სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პირველი აპრილიდან ცვილებები ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

    პირველი აპრილიდან ცვილებები ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში აპრილიდან ახალი ცვლიბები ამოქმედდება.

    “ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისათვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი - 1 ლარს.

    ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.

    მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება აკაკი წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე. კონკრეტული ქუჩების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ.

    1-ელი მარტიდან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ მუნიციპალურ პავილიონებში, რომლებიც დროებით განთავსდება აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში, #116-ში, #76-ში, #48-ში, ასევე #12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის #10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ.

    ერთთვიანი ვადა აქვს ადგილობრივ მოსახლეობას იმისთვის, რომ დარეგისტრირდეს. პირველი აპრილიდან კი აღნიშნულ ქუჩებზე, როგორც მოგახსენეთ, ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - აღნიშნა კალაძემ.