სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნაციონალურ მოძრაობას" თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ.." - არჩილ თალაკვაძის განცხადება

    "ნაციონალურ მოძრაობას" თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ.." - არჩილ თალაკვაძის განცხადება
    2 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე აქვს მიღებული ინსტრუქცია - თავისმა პატრონებმა უთხრეს, რომ თქვენ ვერ იმარჯვებთ, უკვე 9-10 არჩევნები წააგეთ, ამიტომ უტოპიაა თქვენზე ფსონის დადება, მოდით, აიღეთ ის, რაც შეგიძლიათ და იმუშავეთ თქვენს ელექტორატზე. "ლელოს" და რადიკალურ ბანაკს უთხრეს, რომ თქვენი მოვალეობა არის, იმუშაოთ დანარჩენ ოპოზიციურ ელექტორატზე, უნდა გახდეთ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო აგრესიულები, მათზე უფრო მატყუარები,

    "ლელოს" უთხრეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო უტიფარი განცხადებები უნდა გააკეთოთ და იმუშაოთ სხვა ოპოზიციურ ელექტორატზე, ვისაც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და აქვს იმედი, რომ რაღაც ახალი გემი თუ ვაგონი გამოჩნდება, როგორც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციაზე მოვისმინეთ და მაგ ვაგონში როგორმე ჩასხდებიან. არის კიდევ ერთი ძალიან სპეციალური დავალება, სპეციალური ამოცანა, რომელიც აქვს გიორგი გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს - ეს არის "ქართული ოცნების" ელექტორატში რაღაც გაურკვევლობის შეტანა. გახსოვთ, მისი ტაქტიკა თავიდანვე ეს გახლდათ, შემდეგ ძალიან მკაფიო პასუხები გაეცა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან და ისინი აგრძელებენ ამ ტაქტიკას, იმიტომ, რომ სხვაგან უბრალოდ არ ეგულებათ არავითარი შესაძლებლობა, რომ ელექტორატი მოიპოვონ. ამიტომ, მუშაობენ იმ ადამიანებზე, ვისი მოტყუება და დაბნევაც, ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ შეუძლიათ. თუმცა, ეს ვერ მოხდება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ და ყველას, ვინც ცდილობს, ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში რაღაც ქულები მოიპოვოს, რომ ვერ მოატყუებთ საზოგადოებას. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება დიდი ხნით მოატყუო ვიღაც და საზოგადოების მცირე ნაწილი, მაგრამ, ეს ორივე ვადა გასული გაქვთ თქვენ, ანუ მცირე ნაწილსაც რომ ატყუებდით და დიდ ნაწილსაც, ორივე ვადა გასული გაქვთ, ასე რომ, ვერ მოატყუებთ ვერავის.

    "ქართული ოცნება" არის უკვე ჩამოყალიბებული პარტია, ჩვენ ზურგს გვიმაგრებს კონკრეტული საქმეები, ასევე გვყავს გუნდი და ლიდერები, რომელთაც საზოგადოება იცნობს და აქვთ ნდობა, წარვადგენთ ახალ თანაგუნდელებსაც შემდეგი არჩევნებისთვის და რაც მთავარია, გვაქვს პროგრამა, სამომავლო ხედვა. სწორედ ჩვენ შევძელით, ამ ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა, გაგვეზარდა ეკონომიკა და მიგვეღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ამის საწინააღმდეგოდ მუშაობდა ოპოზიციის უდიდესი ნაწილი."

    აღნიშნ ული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, აერჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის.