სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:"მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს.." - ემოციური კადრები სოსო ჯაჭვლიანის ბავშვობის სახლიდან

    VIDEO:"მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს.." - ემოციური კადრები სოსო ჯაჭვლიანის ბავშვობის სახლიდან
    2 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „სოსო ჯაჭვლიანის სახლი მესტიაში, სადაც ბავშვობისას ცხოვრობდა. გული მიწუხს ეს დღეებია....
    წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ, არა,.. აქ დარჩენა გადავწყვიტე, ასე მივხვდი, სოსოს სული აქ სვანეთში მიმოივლიდა ამ დღეებში, თავის სახლში.
    მზია გოშთელიანმა თქვა:
    ბავშვობა და მოსწავლეობა ერთად გავატარეთო ჩვენ და სოსოს და- ძმებმა,
    თან მეზობლები ვიყავითო და ძალიან მტკივა გულიო... თავის უბნელებმა ხომ უნდა მოვიგონოთო.
    ღმერთმა ასე ინება:
    სოსოს ეზოში, სვანური ზარით,
    თოვლის მაგიდაზე,
    ძველებური წესით, - სანთლებით, პურზე დაწყობილი ოთხი კერძით, სვანური არაყითა და ღვინით, ,,ლიფანე" გაგვეკეთებინა.
    ეზოში დიდი თოვლია, ვიფიქრე, -
    ხვალ დილას გავკვალავთ- მეთქი.
    გუშინ, ამ სახლთან რომ გამოვიარე,
    რა ვნახე:
    სოსოს სახლის ეზოში, თბილისიდან ჩამოსული ბავშვები თამაშობდნენ
    ( მეზობლის სასტუმროდან ღობეზე გადმოსულიყვნენ თოვლში სათამაშოდ).
    ტირილი და სიხარული ამერია...მივმართე:
    -,,ბავშვებო, ეს სოსო ჯაჭვლიანის სახლია- მეთქი (შეცბნენ),...
    - ხვალ აქ, სოსოს მოსაგონრად
    ვიკრიბებით და ბარემ, ჭიშკრიდან იმ ვაშლის ხემდე გზა გაკვალეთ- მეთქი.
    ხალისით იმუშავეს, ერთი გოგონა
    მუხლებით კვალავდა თოვლს... დღეს მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ
    სოსოს სულს...ყველა გარდაცვლილები მოვიგონეთ.
    ქუდოსნებმა ,,ზარი" თქვეს. ძალიან მადლობელი დავრჩი ამ ვაჟკაცების, სათითაოდ ჩამოვთვლიდი, მაგრამ ყველას სახელი და გვარი არ ვიცი და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თავადაც ნახავთ... მშვიდობა ჰქონოდეს თითოეულ მათგანს! მადლობა ყველას!
    გავიხედეთ, ,,ზარის" ხმაზე მეზობელი სასტუმროდან ფრანგები მოვიდნენ.
    თურმე ამ ფრანგ მამაკაცს საქართველოში ბევრი რამე აქვს გადაღებული და თბილისში ერთერთი გადაღებისას, სოსო ჯაჭვლიანთან ვისაუბრეო- თქვა.
    მანაც ასწია ერთი ჭიქა... აქაც გადაიღო ყველაფერი, გაოცებით უყურებდა სოსოს უბრალო სახლს.
    ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის!
    მენანები სოსო....

    ჩვენი გვარის ერთ-ერთი კარგი ვაჟკაცი, მკლავჭიდელი - მსოფლიო ჩემპიონი,... და მერეა შენი სხვა ნიჭები.
    შენი მსახიობობა სხვათა როლებია.
    შენი ნამდვილი როლი, შენი კაცობაა დასანანი....
    დაე ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო- კარი მესტიაში, სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად" აქციეს, როგორი პატიოსანიც იყავი, ის ეტყობა შენს სახლს.
    ამიტომ აწუხებდათ შენი კარგი სახელი ფულზე სულგაყიდულებს.
    ............... და ბოლოს მაინც ვიტყვი, სვანეთის გმირები და მოღვაწენი სვანეთში რომ დაიკრძალონ, უმჯობესია.
    მშობლიურმა მთებმა უნდა ჩაიკრან გულში.
    ღმერთმა მარადიულ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები!
    ამენ!“,

    ამ ემოციური სათაურით ვიდეოს სოციალურ ქსელში ქრისდინა ჯაჭვლიანი აქვეყნებს.

    კადრები მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ბავშვო ბის სახლშია გადაღებული, რომელსაც მისი მეგობრები ესტუმრნენ.

    შგახსენებთ, რომ სოსო ჟაჭვლიანი რამდენიმე დღის წინ მძიმე სენისგან გარდაიცვალა და ის გუშინ დაკრძალეს.

    ნახეთ კადრები: