დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასაქმების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელსაც “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი და “სტრატეგია აღმაშემნებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უძღვებოდნენ.
“აბა, ტაში მოვცხოთ!“ - ამ სიტყვებით გაიხსნა აღნიშნული ღონისძიება და დამსწრე საზოგადოებას მათ თავიანთი ხედვები წარუდგინეს.
“ღირსეული დასაქმება“, “მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“ - ამ სახელწოდების ტრანსფარანტები დაურიგეს მათ დამსწრეებს.