სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: თურქების მიუღებელი საქციელი - სტადიონზე პუტინის სახელს სკანდირებდნენ, უეფა გამოძიებას იწყებს

    VIDEO: თურქების მიუღებელი საქციელი - სტადიონზე პუტინის სახელს სკანდირებდნენ, უეფა გამოძიებას იწყებს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს "ფენერბახჩე" და "დინამო კიევი" უპირისპირდებოდნენ, სადაც უკრაინელებმა მეტოქე სტუმრად 1:2 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

    57-ე წუთზე "დინამო კიევი" ვიტალი ბუილსკიმ დააწინაურა, რის შემდეგაც თურქმა გულშემატკივრებმა ვლადიმერ პუტინის სკანდირება დაიწყეს, რითიც ალბათ უკრაინელ ფეხბურთელებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადნენ.

    თურქი ფანების ამ საქციელის გამო "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. უეფა აღნიშნული საკითხის გამოძიებას დაიწყებს. ისინი მომხდარს მიუღებლად მიიჩნევენ.

    იხილეთ ვიდეო: