სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა

    ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებით შესასრულებელი რეისის დროს Wizz air-ში 19:00სთ-ზე შევიდა შეტყობინება, რომ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არსებობდა. ამის გამო რეისი გაუქმდა და თვითმფრინავი გზიდან უკან დაბრუნდა.

    როგორც აღმოჩნდა შესული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

    "ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას და რე­ი­სებს შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე ემ­სა­ხუ­რე­ბა.

    ქუ­თა­ი­სი-ბარ­სე­ლო­ნას რე­ი­სი, რო­მე­ლიც ავი­ა­კომ­პა­ნია Wizz air-ში შე­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აე­რო­პორ­ტში დაბ­რუნ­და, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 19:00 სა­ათ­ზე შეს­რულ­დე­ბა.

    რე­ი­სის 148-ივე მგზავ­რმა შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა და მათ აე­რო­პორ­ტში სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წი­ათ.

    სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თობ­ლი­ვად, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე, რე­ი­სის ნომ­რით W66417, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტზე მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

    აღ­ნიშ­ნულ რე­ის­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ან ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა.

    ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა” - ხდება ცნობილი განცხადებაში.