პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილეები სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი ცოლ-ქმარნი გახდნენ, მათ ერთმანეთი პროექტში შეუყვარდათ.
პროექტის დასრულების შემდეგ მათი ნვარსკვლავური წყვილი პოპულარობას არ კარგავს.
სალომე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა, ისაუბრა ნიკოზე და მათი ცოლ-ქმრობა პირველ ურტიერთობას შეადარა, რომელშიც, როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობდა თავს.
"მე და ჩემს მეუღლეს ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება. ხან ციხეში იყო, ხან საზღვარგარეთ მკურნალობდა, აქედან გამომდინარე, ცოლქმრული პერიოდი პირველად გამოვიარე ასე ჯანსაღად და ქორწინებაში მყოფი, მართლა პირველად ვგრძნობ თავს ასე ბედნიერად.
ახლა ჩემს ყოფილ მეუღლესთან მეც და ნიკოსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვფიქრობ, ჩვენ ბევრად კარგი მეგობრები ვართ, ვიდრე ვიყავით ცოლ-ქმარი. რადიკალურად სხვადასხვა ხასიათი გვქონდა, არ იყო თანხვედრაში..." - ამბობს სალომე.