გადაცემა “პრაიმშოუს” მსახიობი, თედო ბექაური, მეუღლესთან, ანი ცუხიშვილთან ერთად სტუმარია.
წყვილი გადაცემაში თავიანთი სიყვარულისა და გაცნობის ისტორიას იხსენებს. როგორც თედო აღნიშნავს, ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს.
“2 წლის და 9 თვის შვილი გვყავს. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. მეგობარს ვეხმარებოდი სადიპლომოს იღებდა და მაშინ დამირეკეს, რომ ავსულიყავი. ყველაზე ლამაზი გოგო ვინც იყო, ახლა ზის ჩემს გვერდზე”, – ამბობს თედო ბექაური.
ანის თქმით, თედოში ადამიანობამ და იუმორის გრძნობამ მოხიბლა.
,,ადამიანობიდან გამომდინარე მეც გამიჩნდა სიმპათიები და მასაც.. კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სიურპრიზები უყვარს. სიყვარულში ერთმანეთს ერთდროულად გამოვუტყდით”, – საუბრობს ანი ხუციშვილი.