სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სიტყვა „მიყვარხარ“ ყველა წამალზე უკეთ მოქმედებს...” - რა რჩევებს გვაძლევს გოგო, რომელიც დემენციის დიაგნოზის მქონე დედას მკურნალობს

    სიტყვა „მიყვარხარ“ ყველა წამალზე უკეთ მოქმედებს...” - რა რჩევებს გვაძლევს გოგო, რომელიც დემენციის დიაგნოზის მქონე დედას მკურნალობს
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კანადაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ანა ბარბაქაძე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ დედას თავად, სახლში უვლის, მოქალაქეებს დაავადების, მისი მართვისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს.

    ამჯერად, ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ის დემენციის დიაგნოზის მქონე ადამიანების მიმართ უპირობო სიყვარულზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ყველა წამალზე უკეთ მოქმედებს:

    “დედა შედარებით უფრო კარგად არის, ვიდრე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები და ეს უპირობო სიყვარულის დამსახურება გახლავთ. ყველაზე ადვილად წარმოსათქმელი წინადადების – „დედა მე შენ მიყვარხარ“-ის დამსახურება გახლავთ.

    “მიყვარხარ“ უფასოა სხვა წამლებისგან განსხვავებით, მაგრამ ყველა წამალზე უკეთ მოქმედებს. დედას ტვინი სულ შეჭმული აქვს, ანუ მის მაგივრად სითხე არის (ტომოგრაფიამ ასე აჩვენა) ეს გამოწვეულია ბოლო სტადიის დემენციით.

    ასეთ მდგომარეობაში პაციენტები არათუ ვერ მეტყველებენ, არამედ ფაქტობრივად ვერც კი მოძრაობენ. მოგეხსენებათ ეს დაავადება ნელ-ნელა თიშავს ორგანოებს და რა მიზეზით შეუძლია დედას თუნდაც ასეთ მდგომარეობაში ზოგჯერ სიყვარულის ჩვენ მიმართ გამოხატვა?! იმ მიზეზით, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უპირობო სიყვარულს ვუზიარებთ, თავს უსაფრთხოდ ვაგრძნობინებთ, ანუ ვაგრძნობინებთ, რომ ყველაზე აგრესიულ მდგომარეობაშიც კი მის გვერდით ვართ მე და დანიელი და გასაოცრად მის სხეულს ამახსოვრდება და გვიბრუნებს უკან.

    თუ რატომ აქვს დედას აგრესია, ახლავე მოგახსენებთ. ძლიერ წამლებზე მყოფი დემენციის მქონე პაციენტები გათიშულ მდგომარეობაში არიან ძირითადად, შესაბამისად, ისეთი აგრესია აღარ უჩნდებათ, მაგრამ სამაგიეროდ დროთა განმავლობაში ეს წამლები (ფსიქოტროპულები და ა.შ) საწოლად აგდებს პაციენტს. ამიტომ დედას წამლებს არ ვაძლევ.

    ასეთ პაციენტებს აგრესია ყოველთვის მომვლელის მიმართ უჩნდებათ, რადგან ხშირად მათ ხედავენ შესაბამისად სხეულის დონეზე (გონითი მახსოვრობა მათ აღარ აქვთ) უფრო ისინი ამახსოვრდებათ, შესაბამისად დაბნეულობის, აგრესიის ჟამს ისინი აგრესიას მიმართავენ მისკენ, ვინც ახსოვთ ანუ იმ დროს მის გვერდით მყოფი ადამიანის, მომვლელის მიმართ.

    დემენცია იწვევს მენტალურ ტკივილებს, რაც შემდეგ იწვევს ჰალუცინაციებსა და ილუზიებს და რა თქმა უნდა, ორივე მომვლელის მიმართ უჩნდება (ანუ ჩემ მიმართ რადგან მე ვუვლი). ძლიერი ჰალუცინაციების დროს აუცილებელია მომვლელი სხვამ ჩაანაცვლოს, (ამიტომ აუცილებელია მომვლელს დამხმარე ყავდეს) რადგან ჩანაცვლების დროს წყნარდება და მომვლელის მიმართ აგრესია უქრება, მომვლელი, როგორც მისი ჰალუცინაციის ცუდი პერსონაჟი ისე აღარ ევლინება, არამედ როგორც ჰალუცინაციების გარეშე ახსოვთ, ისევ ისეთ ადამიანად ბრუნდება მათ მეხსიერებაში – ჩემ შემთხვევაში, როგორც კეთილი გოგო.

    იმის გამო, რომ მე დამხმარე არ მყავს, თავადვე ვცდილობ დედის ჰალუცინაციების ჟამსაც დაწყნარებას, მის გონში შეღწევას და ჰალუცინაციების შეცვლას ანუ დედის დაწყნარებას და ეს მარტო უპირობო სიყვარულით არის შესაძლებელი. დამიჯერეთ, მე რომ არ მესწავლა უპირობო სიყვარული (დღემდე ვსწავლობ), დედა დღეს ისევე არაადეკვატური იქნებოდა, როგორც თავიდან იყო სანამ მე უპირობო სიყვარულით მიდგომებს ვისწავლიდი. (თავიდან ფეკალური მასები სამზარეულოში გამოჰქონდა, ელემენტარულსაც კი ვერ აკეთებდა, ახლა ღამე თავისით შედის საპირფარეშოში, წყლის ჩასხმის გარდა ყველაფერს აკეთებს, თუმცა ზოგჯერ ამასაც აკეთებს და თავისით, ისევ უბრუნდება საწოლს, ეს სხეულის დონეზე ახსოვს და ეს ყველაფერი საოცარია). ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფრის წამალი უპირობო სიყვარული გახლავთ. მე რომ ეს არ მესწავლა (ახლაც ვსწავლობ), დღეს სამი ადამიანი და ერთი ძაღლი ამ ყველაფერს შეეწირებოდა, ანუ მე, დედა, დანიელი და ბუბუ, ახლა კი ღმერთის წყალობით, ყველაფერი ლაგდება, მინდობით, ნეგატივის სიყვარულად გარდაქმნით, ქაოსში ჰარმონიის აღმოჩენით, მიღებით და დახმარებით, შემდეგ კი ცოდნის გაზიარებით სასწაულები ხდება, ამიტომ ისწავლეთ თქვენი თავის მართვა, ისწავლეთ უპირობო სიყვარული და ყველაფერი საუკეთესოდ იქნება“, – წერს ანა ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.