საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყანაში დასაშვები გახდა. ის ამ კუთხით პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა.
"ადამიანები, რომლებიც უხილავები იყვნენ, ჩვენს ირგვლივ ხილულები გახდებიან, და მათთან ერთად უამრავი ბავშვი საბოლოოდ იპოვის თავის ღირსეულ ადგილს" - აღნიშნული განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციებიც, თუმცა ქვეყნის ნაწილი კანონის მომხრეა.