„დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა! ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ!
არ იცი როგორ ველოდებით ყველა იმ დღეს, იმ წამს, შენ რომ თვალს გაახელ, დაგველაპარაკები და დაგვიბრუნდები ძველებურად სიცოცხლით, სითბოთი და სიკეთით სავსე.
აბა, შენ იცი, ბერიკ! შენ გენაცვალე მაგ სუფთა გულში! ჩვენ შენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ! ღმერთი შენსკენ!“, – წერს გია ბაღაშვილი და ზურა ბერიკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 5 იანვარს მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა.