სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

    როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
    3 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    16 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    ფოთშიც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    ჭიათურაში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღე +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

    ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

    გორში დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

    გუდაურში მოთოვს, დღე +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მსოალოდნელია თოვლი.

    ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

    გურჯაანშიც წვიმს. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

    იწვიმებს რუსთავშიც, სადაც დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.