სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გუშინ ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა - გაიგეთ ამბის დეტალები

    გუშინ ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა - გაიგეთ ამბის დეტალები
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.

    ავტომობილი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს, სამწუხაროდ მასში მამაკაცის ცხედარი იყო.

    „შემოსული ინფორმაციით, მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა ავტომობილი. ადგილზე დროულად მოახდინა რეაგირება სახანძრო-სამაშველო ძალებმა. ჩართული იყო მყვინთავთა ჯგუფი, ასევე, მცურავი საშუალებები, მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა. რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, - ვრცელდება ინფორმაცია.