მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ლელოს დაპირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მაჭარაშვილის თქმით, “ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი მათთვის სასურველი იქნება.
“რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ ჯამში ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.