სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ილია თოფურიას მიმართვა ბაბუას - გამარჯვებულის ემიციური სიტყვები

    VIDEO: ილია თოფურიას მიმართვა ბაბუას - გამარჯვებულის ემიციური სიტყვები
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    27 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს - ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

    მის ისტორიულ გამარჯვებას არაერთი მილოცვა და დადებითი რეაქცია მოჰყვა.

    ილია თოფურიას ოჯახი განსაკუთრებული სიამაყით შეხვდა მის გამარჯვებას.

    აი რას ყვება ილიას ბაბუა:

    „მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა. ეს იყო მწვერვალი, რომლის მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ და ძალიან გახარებული ვარ. უკვე აღარავინ კითხულობს , ვინ ვისია, ილია ყველასია.

    მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა. ეს იყო მწვერვალი, რომლის მიღწევაც გვინდოდა, მივაღწიეთ და ძალიან გახარებული ვარ. უკვე აღარავინ კითხულობს , ვინ ვისია, ილია ყველასია“. – ამბობს ილიას ბაბუა.

    მან ის მომენტი გაიხსენა, როდესაც გამარჯვების შემდეგ ილიას პირველად ესაუბრა.

    „ილიას დები, სიძეები, ყველა იქაა, გამარჯვების შემდეგ დაგვირეკეს. „ხომ შეგისრულე, ბაბუ“ – მითხრა ილიამ.

    99 % მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, წამები წყვეტს ხოლმე ყველაფერს და ერთ პროცენტს მაინც ვიტოვებდი, რომ შეიძლება ვერ გაემარჯვა.

    „27 წლის არის და ხუთი წლის რომ იყო, იმ დროიდან ვოცნებობდი ამ მომენტზე"

    ნახეთ კადრები: