სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გამოგეპარათ?! მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია" - რომის პაპი

    "გამოგეპარათ?! მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია" - რომის პაპი
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მესამე მსოფლიო ომი უკვე აქ არის, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.

    "მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდით. დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. ეს არის ასპექტი, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. რა ემართება კაცობრიობას, რომელსაც სამი მსოფლიო ომი ჰქონდა ერთი საუკუნის განმავლობაში? და ეს ცუდია კაცობრიობისთვის, ეს უბედურებაა. მსოფლიო ომშია", - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

    პონტიფიკოსმა აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, კერძოდ, ნიგერიისა და კონგოს ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ კონფლიქტებზე მიუთითა, სადაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს და არავის აინტერესებს.