სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფრე პოზნანის ლეხთან - ბათუმის დინამო ევროტურნირებს დაემშვიდობა

    ფრე პოზნანის ლეხთან - ბათუმის დინამო ევროტურნირებს დაემშვიდობა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" პოზნანის "ლეხს" დაუზავდა - 1:1.

    შეხვედრაში ანგარიში მათე ვაწაძემ თავური დარტმით გახსნა. 75-ე წუთზე ჩერვინსკიმ წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" "ლეხთან" პირველ შეხვედრაში 5-0 განადგურდა. სწორედ ამიტომ, ბათუმში გამართულ შეხვედრას არანაირი დატვირთვა არ ჰქონია.

    ორი მატჩის ჯამში ბათუმელები პოზნანის "ლეხთან" 6-1 დამარცხდნენ და ევროტურნირებს ნაადრევად დაემშვიდობნენ.