სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“ - ხავი ჩავასის განცხადება

    „კვარაცხელია ტოპ კლასის ფეხბურთელია, მასთან დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“ - ხავი ჩავასის განცხადება
    2 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა.

    გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

    მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.

    მოცემული სიტუაცია გუნდის დნმ-ს არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი „ბარსასთვის“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ“

    აღნიშნული განცხადება ხავი ჩავასს, “ბარსელონას” მწვრთნელს ეკუთვნის.