სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "50 წუთი გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

    "50 წუთი გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თამარ ჩერგოლეიშვილმა დამატებითი განმარტება გააკეთა ინგა გრიგოლიას გადაცემის დატოვების შემდეგ.

    ცოტა ხნის წინ, თამარ ჩერგოლეიშვილმა ინგა გრიგოლიას რესპონდენტთან, ნუგზარ წიკლაურთან საუბრის დასრულება არ აცადა, პირდაპირ ეთერში დროზე ადრე შევიდა და ინგა გრიგოლიას დიდი ხნით ლოდინის გამო შენიშვნა მისცა.

    "50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად.

    თან მე ყოველთვის ვამოწმებ გასვლის წინ, დრო ხომ არ შეიცვალა – ამჯერადაც გადავამოწმე.

    "გადაცემა როგორ წავა" ისე ჩემი ცხოვრება ვერ წავა და არ წავა და ამ დამოკიდებულების მიღება სწორად არ მიმაჩნია.

    სხვებს შეიძლება აქვთ მაგდენი დრო.

    მე არ მაქვს", - წერს ჩერგოლეიშვილი.