სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ზუკა ჩვენი შვილია, ორივე თანაბრად ვზრუნავთ მასზე და ვეხმარებით ერთმანეთს...“ - რუსკა ქარქაშაძე

    “ზუკა ჩვენი შვილია, ორივე თანაბრად ვზრუნავთ მასზე და ვეხმარებით ერთმანეთს...“ - რუსკა ქარქაშაძე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი რუსკა ქარქაშაძე “ინსტაგრამის“ გამომწერების შეკითხვებს პასუხობს.

    შეგახსენებთ, რომ რუსკამ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, ახალშობილს წყვილმა ზუკა დაარქვა.

    მსახიობმა ახალბედა დედებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და მეუღლის შესახებ ისაუბრა.

    “მედიცინა უკვე ისეა განვითარებული, რომ მინიმუმამდე შეიძლება დისკომფორტის დაყვანა.

    მე მაგალითად მშობიარობაზე მეტად, პოსტ-სამშობიარო ამბები უფრო მაწუხებდა, სხეულს დრო სჭირდება სანამ ბოლომდე აღდგება ყველაფერი. მაგრამ მერე ისეთი შეგრძნებები მოდის, ყველაფერს გავიწყებს ადამიანს“,- წერს რუსკა ქარქაშაძე.