სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემი მონატრებული შვილი როგორ მელოდებოდა და ვიღაც ნაძირალამ მომიკლა" - 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე

    “ჩემი მონატრებული შვილი როგორ მელოდებოდა და ვიღაც ნაძირალამ მომიკლა" - 25 წლის ბიჭის მკვლელობის საქმე
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისი, მთაწმინდა, 18 თებერვალი, შუაღამე - ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 25 წლის მამუკა ლომიძე მეგობარმა 7 გასროლით მოკლა.

    ისტორია შემზარავი დასასრულით აქედან იწყება - კაფე "გალერის" სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მამუკა ლომიძე მეგობრებთან ერთად კლუბში შედის. "გალერიში" მიდის მისი მეგობარი ბაჩო სირაძე, სხვა ახალგაზრდების თანხლებით. სვამენ ალკოჰოლს და ცეკვავენ. დაახლოებით 40 წუთში ვითარება იძაბება - კადრების მიხედვით, დაპირისპირებულის გაშველებას ცდილობენ და კლუბის გარე პერიმეტრზე ინაცვლებენ.

    ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი დაპირისპირება აქაც გრძელდება. ირკვევა, რომ კონფლიქტი სწორედ ბაჩო სირაძესა და მამუკა ლომიძეს შორის ხდება. მეგობრები მათი ტერიტორიიდან გაყვანას, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ. ბაჩო სირაძე იქვე გაჩერებულ "ტოიოტა რავ 4-ში" ჯდება.

    გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 25 წლის მამუკა ლომიძე, მეგობრებმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 12 ნომერთან მიიყვანეს და მეგობარ გიორგი ზარნაძესთან ერთად დატოვეს. მალევე, მათ სიახლოვეს ის ავტომობილი გაჩერდა, რომლითაც ბაჩო სირაძე გალერიდან წამოიყვანეს. დაახლოებით 10 წამში, სირაძემ მანქანიდან გადასვლა, ლომიძის მიმართულებით 7-ჯერ გასროლა და იმავე ავტომობილით ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.

    7 ტყვიიდან მამუკა ლომიძეს 4 მოხვდა. ის გიორგი ზარნაძემ და ადგილზე დასახმარებლად მისულმა რამდენიმე პირმა კლინიკაში წაიყვანეს, დაჭრილი მალევე გარდაიცვალა. მისი მეგობრები, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.