სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს - დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია

    პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს - დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი დაჭრეს. რომ მას კისრის არეში სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ.

    მედია წერს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის - დანის გადამალვას ედავებიან.