სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართი

    წყალი შეწყდება! - გადაამოწმეთ მისამართი
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თებერვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, დუშეთის ქუჩაზე მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

    “აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 27 თებერვლის დილის 11:00 საათიდან 28 თებერვლის დილის 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

    ისნის რაიონში: ირბახის, კონსტანტინე ერისთავის (ფაბრიციუსის), გურჯაანის, ფაღავას, ცისკარის, ალაზნის, დუშეთის, არარატის, არმაზის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, მესხიშვილის, წერეთლის, გელათის, ხივინის, ხიდისთავის, იორის, გუმბრის, ურიცკის, რაზიკაშვილის, ლაგოდეხის, ალიხანიანის, ბოროდინის, სართიჭალის, კროპორტკინის, გაბისკირიას, სამრეკლოს, ტირიფონის, ალვანის, აბდუშელიშვილის, კარდენახის, ახვლედიანის შეს. და აღმართს, ბაჩანას, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, ქურხულის,ხარაგაულის, ქეთევან დედოფლის გამზირი N 2-12(ლუწებს), N 1- 9 (კენტებს), ქეთევან დედოფლის მოედნის N 2-ს, მეტეხის N 16-ს, ბადიაურის, წურწუმიას, იზაშვილის, მთავარანგელოზის N 3-22(ყველა), კვეზერელი-კოპაძის და ფერიცვალების ქუჩებს.

    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ