სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - პუტინი

    “გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, ეს არმიის გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია" - პუტინი
    10 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რო­ბა და დარ­ტყმის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­იზ­რდე­ბა.

    "ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მათი მო­ბი­ლუ­რო­ბი­სა და დარ­ტყმის პო­ტენ­ცი­ა­ლის გაზ­რდას და ახა­ლი თა­ო­ბის ია­რა­ღი­თა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

    მისი მტკი­ცე­ბით, ეს რუ­სე­თის არ­მი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია.

    "ნება მო­მე­ცით ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არ­მი­ი­სა და სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

    მან რუ­სე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბის პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი დღე მი­უ­ლო­ცა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რე­ბის სი­ტყვე­ბი მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნას­თან ომში მო­ნა­წი­ლე­ებს.

    "სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლებ­მა პრაქ­ტი­კა­ში და­ამ­ტკი­ცეს, რომ მზად არი­ან და­იც­ვან სამ­შობ­ლო პირ­ვე­ლი­ვე ბრძა­ნე­ბით, და­იც­ვათ რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. თქვენ და­ი­ცა­ვით ყი­რი­მი­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სა­დამ­სჯე­ლო ძა­ლე­ბის­გან, ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლეთ ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­სია სი­რი­ა­ში და დღეს თქვენ აჩ­ვე­ნებთ გმი­რო­ბი­სა და გამ­ბე­და­ო­ბის მა­გა­ლი­თებს ნე­ო­ნა­ცის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

    რუ­სე­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის დღეს 27 თე­ბერ­ვალს 2015 წლი­დან აღ­ნიშ­ნავს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ