სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ის ისეთი ტკბილია. როცა ვუყურებ, სხვა ყველაფერი მავიწყდება" - როგორია მამობა 80 წლის ასაკში: რობერტ დე ნირო თავის 10 თვის შვილს, ჯიას გვაცნობს

    “ის ისეთი ტკბილია. როცა ვუყურებ, სხვა ყველაფერი მავიწყდება" - როგორია მამობა 80 წლის ასაკში: რობერტ დე ნირო თავის 10 თვის შვილს, ჯიას გვაცნობს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი რო­ბერტ დე ნიროს გა­სულ წელს შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ტი­ფა­ნი ჩენ­თან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ჯია და­არ­ქვეს. ჯია დე ნი­როს­თვის მე­ექ­ვსე შვი­ლია.

    რო­ბერ­ტი თა­ვის 10 თვის გო­გო­ნა­ზე ღი­მი­ლით სა­უბ­რობს: "ის ისე­თი საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვია. ძა­ლი­ან ტკბი­ლია. როცა მას ვუ­ყუ­რებ, სხვა ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. ის, რომ ჯი­ას­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა შე­მიძ­ლია, უზო­მოდ მა­ხა­რებს."

    დე ნი­როს და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბი 56, 47, 28, 25 და 12 წლი­სა­ნი არი­ან.

    დე ნი­როს თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად მთე­ლი ოჯა­ხის ერ­თად შეკ­რე­ბა სი­ა­მოვ­ნებს: "უბ­რა­ლოდ, მათ­თან ერ­თად ყოფ­ნა და სა­მოგ­ზა­უ­როდ თბილ ად­გი­ლებ­ში სი­ა­რუ­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მაა".



    როცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რო­ბერტს პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შე­სა­ხებ ეკი­თხე­ბი­ან, ის პა­სუ­ხობს: "ამას ჯერ არ ვგეგ­მავ".

    რო­გორც ჩანს, დე ნი­როს მა­მის როლი 5 შვი­ლის გაზ­რდის შემ­დე­გაც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს და 80 წლის ასაკ­შიც გეგ­მებს აწყობს: "ჩემი გო­გო­ნა ნა­ხევ­რად ჩი­ნე­ლია. მინ­და, რომ ჩი­ნუ­რი ენაც ის­წავ­ლოს და ინ­გლი­სურ­სა და ჩი­ნურ ენა­ზე სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რე­ბი თვი­თონ ვას­წავ­ლო, მინ­და, ორი­ვე ენა იცო­დეს".

    თუმ­ცა, მსა­ხი­ო­ბი იმა­საც აღი­ა­რებს, რომ მა­მო­ბა არც ისე­თი ად­ვი­ლია: "არა­ფე­რია მარ­ტი­ვი. მძი­მე სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა მე მა­ინც არ მი­წევს, რად­გან ეს ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, თუმ­ცა მას ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს ვუ­ჭერ. მარ­ტო­ებს არ გვი­წევს ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა და დამ­ხმა­რე­ე­ბიც გვყავს, რაც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - დას­ძენს მსა­ხი­ო­ბი.




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ