სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალია" - პესკოვი

    “თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალია" - პესკოვი
    9 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნატო-ს ქვეყ­ნებ­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი შე­ტა­კე­ბა ალი­ან­სის ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

    "ზო­გა­დად, აქ, ალ­ბათ, უკ­რა­ი­ნა­ში ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კონ­ტინ­გენ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ხილ­ვის ფაქ­ტი, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი ელე­მენ­ტია. საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლებ­ში ყვე­ლა სხვა ელე­მენ­ტი ასე თუ ისე უკვე გაჟ­ღერ­და და ჩვენ ყვე­ლა მათ­გა­ნი უკვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

    მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთ­სა და ნატო-ს შო­რის შე­ტა­კე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

    "ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ არა ალ­ბა­თო­ბა­ზე, არა­მედ გარ­და­უ­ვა­ლო­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

    ცნო­ბის­თვის, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მო­მა­ვალ­ში უკ­რა­ი­ნა­ში და­სავ­ლე­თის ჯა­რე­ბის გაგ­ზავ­ნა არ გა­მო­რი­ცხა, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის კონ­სენ­სუ­სი, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არ­სე­ბობს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ