სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ჯგუფმა გადაარჩინა

    ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ჯგუფმა გადაარჩინა
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს.

    ექიმებმა მას სხვადასხვა სახის რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარეს, გამოყენებული იქნა ელექტროშოკი, რის შედეგადაც კაცს მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღუდგა.

    “გამოძახების ადგილი ქუჩა, გაზგასამართი სადგური. ქუთაისში, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პაციენტს არ ჰქონდა პულსი და არ აღენიშნებოდა გულისცემა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გამოყენებულ იქნა ელექტროშოკი და მე-16 წუთზე გულისცემა და სუნთქვა აღდგა. პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებითა და სტაბილური მდგომარეობით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი. აღსანიშნავია ის ამბავიც რომ დღეისათვის პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და თავს კარგად გრძნობს. გვეამაყება: პარამედიკოსი – გიორგი გაბედავა, ექთანი – ლანა გაბელაშვილი, მძღოლი – კახაბერ ღვინიანიძე”, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.