სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მირიან კუკავას მკვლელობის მოტივი ცნობილია - რა მოხდა რეალურად

    მირიან კუკავას მკვლელობის მოტივი ცნობილია - რა მოხდა რეალურად
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ონლაინ მედია "პრაიმტაიმისგან" ირკვევა, მირიან კუკავას მკვლელობის მოტივი.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი შემთხვევით „ხელის მხარზე გაკვრამ“ გამოიწვია.

    ინციდენტის შემდეგ დაპირისპირებული ახალგაზრდები წვეულების ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გავიდნენ, სადაც მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

    ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა.

    მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

    პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

    განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.