სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უფრო საშიში, ვიდრე კოკაინი - კლუბური ნარკოტიკის სახეობა ე.წ. სასაცილო გაზი, რომელსაც ჯენ ზის თაობის ახალი ეპიდემია უწოდეს

    უფრო საშიში, ვიდრე კოკაინი - კლუბური ნარკოტიკის სახეობა ე.წ. სასაცილო გაზი, რომელსაც ჯენ ზის თაობის ახალი ეპიდემია უწოდეს
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბოლო პერიოდში ახალგაზრდები ხშირად იყენებენ კლუბური ნარკოტიკის ერთ-ერთ სახეობას - აზოტის ოქსიდს, რომელსაც ხშირად ე.წ. სიცილის გაზის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ. საერთაშორისო ექსპერტებისა და ნევროლოგების თქმით, ე.წ. სიცილის გაზის ხშირი მოხმარება ჯანმრთელობას იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე კოკაინი.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ სიცილის გაზს საერთაშორისო მედიამ ჯენ ზის თაობის ახალი „ეპიდემიაც“ კი უწოდა. მეცნიერები თაობა ჯენ ზი-ს სახელით მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 1997 – 2012 წლებში დაიბადნენ.

    რა არის აზოტის ოქსიდი - ე.წ. სიცილის გაზი

    აზოტის ოქსიდი ქიმიური ნაერთი გახლავთ, ის უფერო არა +აალებადი გაზია
    რომელიც ძირითადად ლითონის ბოთლებშია განთავსებული. მას სუსტი სუნი და ტკბილი გემო აქვს.

    აღსანიშნავია, რომ ე.წ. სიცილის გაზს აქტიურად იყენებენ სამედიცინო პროცედურების დროს. ამის მიზეზი ისაა, რომ აზოტის ოქსიდს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ამიტომ აზოტის ოქსიდს ხშირად შეხვდებით მაგალითად სტომატოლოგების კლინიკებში.

    არასასიამოვნო და მტკივნეული პროცედურების წინ სიცილის გაზის მიღება პაციენტს სტრესს უმსუბუქებს და შფოთვისგან ათავისუფლებს.

    სამედიცინო სფეროს ექსპერტები ლითონის ბოთლიდან საჭირო რაოდენობის გაზს იღებენ. პაციენტის ორგანიზმში მისი შეღწევა კი ჟანგბადის ნიღბების გამოყენებით ხდება. ჩასუნთქვისას აზოტის ოქსიდი 15 წამზე ნაკლებ დროში აღწევს ჯერ სისხლძარღვებში, შემდეგ ტვინში. ის ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყებს მოქმედებას, შედეგად კი პაციენტი მშვიდდება, იცინის და კარგ ხასიათზეა. თუმცა, აზოტის ოქსიდის გამოყენება მას ძილს არ ჰგვრის - თქვენ ჩვეულებრივად გესმით გარშემომყოფების საუბარი და თავადაც შეგიძლიათ მათთან კომუნიკაციის დამყარება.

    თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამედიცინო პროცედურების შემთხვევაში ექიმები აზოტის ოქსიდის საკმაოდ მცირე რაოდენობას იყენებენ, ისიც იშვიათად. ასევე, მისი მიღება უსაფრთხოა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით ხდება.

    ბოლო პერიოდში კი მოზარდებმა სიცილის გაზის გამოყენება რეკრეაციული/ გასართობი მიზნით დაიწყეს. ისინი აზოტის ოქსიდს ბუშტებში, ლითონის ბოთლებში და ჰერმენტულ ჩანთებში ათავსებენ და ამ გზით ისუნთქავენ.

    როგორ საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, აღნიშნული ქიმიური ნივთიერების რეკრეაციულ ნარკოტიკად მოხმარება ეიფორიას, წარმოსახვის გაძლიერებას და ხანდახან ჰალუცინაციებს იწვევს.

    ბრიტანეთში მოღვაწე ექიმი, დევიდ ნიკოლი ნიუ იორკ თაიმსთან საუბარში ასეთ სიტყვებს ამბობს:

    „21 წელია რაც ნევროლოგი ვარ. მსგავსი არაფერი მინახავს. 16-24 წლის ახალგაზრდები მიერ აზოტის ოქსიდის გასართობის მიზნით გამოყენების შემთხვევები უმაღლეს ნიშნულზე. ყოველ კვირა უამრავ პაციენტს ვიღებ. მისი მიღება ორგანიზმს კაკოინზე უფრო საზიანო შედეგებს აყენებს.“.

    ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცი, რომელიც 2 თვის განმავლობაში ე.წ. სასაცილო გაზს რეკრეაციული მიზნით ყოველდღიურად იყენებდა - რამდენიმე დღის წინ კლინიკაში გადაიყვანეს - მას სხეული ნაწილობრივ პარალიზებული აქვს.

    სხეულის ნაწილების პარალიზების გარდა, ე.წ. სიცილის გაზის ხშირი გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს:


    1. გულის შეტევა; 2. მეხსიერების დაქვეითება; 3.ანემია (ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება სისხლში); 4.ინფარქტი; 5. დეპრესია და ნერვული აშლილობა;6. ფსიქოზი; 7. ხელებისა და ფეხების დაბუჟება; 8. ხმაური ყურებში; 9. ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა); 10. შარდის შეუკავებლობა იშვიათ შემთხვევებში, „სასაცილო გაზის" დიდი ოდენობით ქრონიკულად მოხმარება, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც გახდეს. 2020 წელს ირლანდიაში აზოტის ოქსიდის ხშირი მოხმარების შედეგად, 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

    აღნიშნული შემთხვევის შემდეგ, ირლანდიის ჯანდაცვის უწყებამ, სასაცილო გაზი საშიში ნარკოტიკების სიაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში აზოტის ოქსიდის რეკრეაციული მიზნით გამოყენება აკრძალულია. ასევე, მისი შეძენა 21 წელს ქვემოთ მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ.

    რაც შეეხება ბრიტანეთს, გაერთიანებულ სამეფოში ახალგაზრდების მიერ აზოტის ოქსიდის გასართობი მიზნით გამოყენება ხშირია. როგორც საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, სასაცილო გაზის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას ხელს უწყობს ტიკ-ტოკ-ზე განთავსებული ვიდეოები, სადაც მოზარდები ერთმანეთს აზოტის ოქსიდის მოხმარებისკენ მოუწოდებენ. სამედიცინო სფეროს სპეციალისტები მოზარდებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.