სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • წარმატება საქართველოს სახელით - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა მოიგეს

    წარმატება საქართველოს სახელით - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა მოიგეს
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში გაიმარჯვა. ტაივანში მიმდინარე ტურნირზე წყვილმა სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 71.53 ქულა მიიღო.

    მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკული და კანადური წყვილები გავიდნენ. თავისუფალ პროგრამას სპორტული წყვილები 29 თებერვალს, 15:00 საათზე შეასრულებენ.