სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ - მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

    “ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის...“ - მელიტა ფურცელაძე შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ლევანის მეგობრის ლუბას დაბადების დღეს ეხმაურება.

    მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანს რუსეთში ცხოვრება ურთულეს პერიოდში მოუწია, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.

    “მითხარი როგორ ვიცხოვრო ამის შემდეგ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“ – ეს სიტყვებია ამ სიმღერის და დაგიტოვე კითხვა – როგორ ვიცხოვროთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება უშენოდ.

    ვუყურებ ამ ჩანაწერს და ვფიქრობ – უნდა ვიამაყოო ??? ძალა აღარ შემწევს, არადა თურმე უნდა შევძლო…ურთულეს პერიოდში მოუწია ლევანიკოს ამ ქვეყანაში ცხოვრება და მოღვაწეობა, ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ არაფერი შეშლია. ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის.

    ვფიქრობ და ვერ ავხსენი: რა ქნა ამისთანა – როგორ იცხოვრა, როგორ შეძლო, როგორ მოახერხა, რომ უამრავი ადამიანის სიყვარული და უსასრულო მონატრება დაიმსახურა შინ თუ გარეთ.

    ადამიანები პატივს მიაგებენ თავისი ქვეყნის შვილებს,ვალდებულებები აქვთ მათ წინაშე, მაგრამ ამ საღამოზე – ქალბატონი ლუბას იუბილეზე, არ ყოფილა არანაირი ვალდებულება და აუცილებლობა – იყო მხოლოდ აღიარება: აღიარება იმისა,რომ იმსახურებ, რომ სულ იქნები, რომ მართლა, დამსახურებულად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგიძლია ამ უზარმაზარი სცენის უამრავი ეკრანიდან გამოანათო შენი ბრიალა თვალებით, შენი ალალი და ნამდვილი ღიმილით თუ სიცილით და ადამიანებს ერთხელ კიდევ უთხრა: Я хотель показать мою ГРУЗИЮ

    შენ ღირსეულად დაანახე ყველას შენი საქართველო და ღირსეულად დაიმსახურე აღიარება.

    დიდი მადლობა ქალბატონ ლუბას, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასია ჩემი, თქვენი და ქვეყნის ლევანიკო

    მე კი ისღა დამჩენია შევძლო იმდენი, რომ ვიამაყო შენით ჩემო ლევანო “, – წერს მელიტა ფურცელაძე.