სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO: “მთელი ზამთარი აქ გაატარა... ზის ხოლმე და სულ ტირის...“ - აკა სინჯიკაშვილი

    PHOTO: “მთელი ზამთარი აქ გაატარა... ზის ხოლმე და სულ ტირის...“ - აკა სინჯიკაშვილი
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უსახლკარო მოხუცზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

    როგორც აკა სინჯიკაშვილი წერს, მოხუც ქალბატონს არავინ ჰყავს ვინც დაეხმარება.

    “ალბათ ყველას დაგინახავთ მეტროსთან, მთელი ზამთარი აქ გაატარა. რამდენიმე დაავადება აქვს და საერთოდ არავინ არ ჰყავს, შვილი უწევს საავადმყოფოში, ისიც ძალიან ავადაა. არაფერი არ აბადია, აქ ზის ხოლმე და სულ ტირის.

    კიდევ შემდეგ მეტროსთან ზის ქალი, ის საერთოდ ვერ დადის.

    მომეხმარეთ რითაც შეძლებთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვაშოროთ ქუჩას და სახლში ყოფნის საშუალება მივცეთ. ამდენ საცოდაობას როგორ უყურებენ სხვები ცივად, მართლა გული მისკდება უკვე.

    რასაც შევძლებთ, ყველაფრით დავეხმარებით“, – წერს აკა სოციალურ ქსელში.