სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ვახ, ამ მართლა წმინდას - ილია ჭავჭავაძეს რა იღბალი აქვს... მამუკა ხაზარაძისთვის შეუდარებიათ, მოკლედ, ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა ამ “შედარებებს“ - თაკო ჩარკვიანი

    “ვახ, ამ  მართლა  წმინდას - ილია ჭავჭავაძეს რა იღბალი აქვს... მამუკა ხაზარაძისთვის შეუდარებიათ, მოკლედ, ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა ამ “შედარებებს“ - თაკო ჩარკვიანი
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანი პარტია “ლელოს“ წევრის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში.

    “ვახ, ამ მართლა წმინდას - ილია ჭავჭავაძეს რა იღბალი აქვს რა ….ამ საღამოს შევიტყვე მამუკა ხაზარაძისთვის შეუდარებიათ, მოკლედ ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა ამ “შედარებებს“, ხან ბიძინას უთხრეს ექვთიმე ხარო, ხან აკაკიო და ასე……. ბარათაშვილს ველოდებით ნიკოლოზს რა იღბალი ექნება ნეტავ ვისთვის შემოინახეს? ერთს მივამსგავსე - “მარა“ ქალია და რა ვიცი , სადაც ხაზარაძისთვის ილია გაიმეტეს, არ გამოვრიცხავ, რა არ ხდება ?!
    ეჰ ნეტავ მართლა “კაცია ადამიანი?!“
    იფიქრე ! იფიქრე რა

    ადამიანო , სანამ “ნაფიქრ“ ნაწვალევ ქათინაურს “ამოამზეურებ“ და მევახშეს გაატან ერთგულების დასამტკიცებლად და “ფიქრთ გასართველად“ გეფიქრა რა ფიქრია...“ - წერს თაკო ჩარკვიანი.

    შეგახსენებთ, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა: “პოლიტიკოსს თუ არ ესმის ეკონომიკის განვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს ბანკს, წაიკითხოს ილია ჭავჭავაძე ...“.