სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სექსუალური ძალადობის ფაქტი და უგონოდ შეყვანილი ქალი ლანჩხუთის კლინიკაში - რა მოხდა შავიზღვისპირეთში

    სექსუალური ძალადობის ფაქტი და უგონოდ შეყვანილი ქალი ლანჩხუთის კლინიკაში - რა მოხდა შავიზღვისპირეთში
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სავარაუდო სექსუალური ძალდობის ფაქტი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ სანაპიროზე - უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი უგონო მდგომარეობით, ლანჩხუთის კლინიკაში შეიყვანეს.

    ექიმების ინფორმაციით, მას ძალადობის კვალი სხეულზეც აღენიშნებოდა, კერძოდ ნაკაწრები მუცლის არეში.

    იყო თუ არა ის სექსუალური ძალდობის მსხვერპლი, ამის შესახებ კლინიკაში არ საუბრობენ. ლანჩხუთის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ის ერთი დღით იყო მოთავსებული, ამჟამად კი მკურნალობას ბათუმის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადის.