სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ამ ბიჭს როგორ აკრიტიკებდნენ?!” – რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე

    “ამ ბიჭს როგორ აკრიტიკებდნენ?!” – რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ნაპოლიმ რეჯო ემილიაში სასუოლო ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

    კვამარამ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. კვარასთან ერთად გამორჩეული იყო ვიქტორ ოსიმენიც, რომლის ანგარიშზე 3 გოლი და ასისტია.

    იტალიურმა მედიამ ქართველი ვარსკვლავის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა.

    Calcionapoli1926 – 9 ქულა: “ყველაფერი გააკეთა: გოლები, საგოლე პასი, ბურთის მოპოვება და ფლანგზე სპრინტები. როდესაც ის ბურთს ეხება, უწყვეტ მაგიასთან გვაქვს საქმე. დღეს საღამოს მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცებს ჰქონდათ გამბედაობა, ის გაეკრიტიკებინათ: ეს სუფთა კლასია”.

    Tuttomercatoweb – 10 ქულა: “პირველ ტაიმში ცდილობდა გოლის გატანას, მეორე ნახევარი კი ოსიმენზე საგოლე პასით დაიწყო. შემდეგ თვითონაც გაიტანა ლამაზი გოლი და ბოლოს საბოლოო ანგარიში დააფიქსირა”.

    calciomercato – 8 ქულა: “მას ჰქონდა დაბრუნების სურვილი, ყოველთვის ითხოვდა ბურთს და უმიზნებდა მეტოქეებს. მოედნის ცენტრიდან სცადა გოლის გატანა, რამაც კონსილი დააფრთხო. შემდეგ ყოველ ჯერზე ანათებდა: ტრესოლდის საჩუქარი შეირგო და ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. გოლების დროც მოვიდა – ოსტატობა სრულად გამოავლინა პირველი გოლის ეპიზოდში. კლასი წარმოაჩინა მეორე გოლის დროსაც, როცა მარცხენა ფეხით დუბლი შეასრულა”

    Sportvirgilio – 8 ქულა: “მოედნის ცენტრიდან გოლის გატანა სცადა და შედევრამდე ცოტა დააკლდა. ეს ბურთი რომ გასულიყო, ალბათ, სეზონის საუკეთესო გოლი იქნებოდა. მეორე ტაიმის სტარტზე ოსიმენს ისეთი პასი გაუკეთა, ნიგერიელს მხოლოდ გატანა რომ მართებდა. მერე კვარას სტილში გაიტანა გოლი და ბოლოს დუბლიც შეასრულა. “მაპეი სთედიუმი” მისთვის ნამდვილად კარგის მომტანია”.

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, გარდა ამისა 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა.