სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა

    მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა
    1 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მომღერალი დიანა ღურწკაია ეკრანზე პირველად გამოჩნდა.

    “საღამო მშვიდობისა, პირველი არხის ყველა მაყურებელს. ჩვენი დიდი ოჯახური დანაკარგის გამო პროექტში მონაწილეობა ვერ გავაგრძელეთ, მაგრამ თქვენი თანადგომა შორიდანაც კი ვიგრძენით. ჩემთვის და კოსტიასთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გამოსვლებმა მაყურებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობა, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ოჯახს გვერდით უდგახართ,“ – აღნიშნა ღურწკაიამ.

    შეგახსენებთ, რომ ღურწკაიას ქმარი პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.