სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ნაპოლიდან“ დამირეკეს და...“ - რას ყვება კახა კალაე კვარას ტრანსფერზე

    „ნაპოლიდან“ დამირეკეს და...“ - რას ყვება კახა კალაე კვარას ტრანსფერზე
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახა კალაძემ ხიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.

    აი რას იხსენებს ის:

    "ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ "კვარა" "ნაპოლიში" გადავიდოდა, "პარტენოპეის" ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

    "კვარა" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხვიჩა ჩვენთან უამრავი ბავშვის კერპია. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლუბში გადავიდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხოს", - თქვა კალაძემ.