სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გვქონია შემთხვევა, როცა 10 დღე მანქანაში გვეძინა" - რას იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილი

    "გვქონია შემთხვევა, როცა 10 დღე მანქანაში გვეძინა" - რას იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარი კარიერის საწყის წლებზე ისაუბრა, როცა განსაკუთრებით უჭირდა.

    "მამაჩემმა თავისი პირადი ცხოვრება გადადო, ის დამყვებოდა ყველა ტურნირზე. ჩვენ რთული სიტუაციები გამოვიარეთ და მძიმე პირობებში გვიწევდა ჯერ თბილისში და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში თავის გატანა.

    მამაჩემი რაღაცნაირად ახერხებდა თანხების მოძიებას, რომელიც ამ ყველაფრისთვის საჭირო იყო. ზოგჯერ სასტუმროში ვცხოვრობდით, თუმცა გვქონია შემთხვევა, როცა 10 დღე მანქანაში გვეძინა. ეს ყველაფერი კი რამდენჯერმე მოხდა", - განაცხადა ბასილაშვილმა.