სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეუბნებიან, რომ მეტის აწევა საჭირო აღარაა" - რა განაცხადა რუსმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძეზე

    "ეუბნებიან, რომ მეტის აწევა საჭირო აღარაა" - რა განაცხადა რუსმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძეზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსმა ძალოსანმა, ალეკსეი ლოვჩევმა, GoB Channel-თან ინტერვიუში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის შესახებ ისაუბრა.

    "ლაშა ტალახაძეს კოსმიური შედეგები აქვს. ის დიდ წონებს მარტივად წევს და უფრო მეტიც შეუძლია. უბრალოდ, მას ეუბნებიან, რომ მეტის აწევა საჭირო აღარაა. ჯერჯერობით, აჩერებენ.

    მასთან ურთიერთობა არ მაქვს. ბევრ ძალოსანთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მასთან არა. მე გახსნილი ვარ და ეს იმით არ არის გამოწვეული, რომ მისდამი ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არ მგონია, რადგან ლაშა ჩემი მეტოქეა, მის მიმართ ცუდად განწყობილი უნდა ვიყო, თუმცა ქართული მხარისგან მსგავსი რამ ჩანს", - თქვა რუსმა ძალოსანმა.

    ცნობისთვის, ლოვჩევი 2015 წელს, ჰიუსტონში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა, თუმცა ორგანიზმში დოპინგის კვალი აღმოაჩნდა, რის გამოც ოქროს მედლები ტალახაძეს გადაეცა და ლოვჩევი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.