სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როცა ოლიმპიადის ფინალში ბე­ქა­ურს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, ამას მივ­ხვდი" - რას ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი

    "როცა ოლიმპიადის ფინალში ბე­ქა­ურს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, ამას მივ­ხვდი" - რას ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ახ­სოვს, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დი­დან ემო­ცი­უ­რი კად­რი - ძი­უ­დო­ისტ ლაშა ბე­ქა­უ­რის ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, მუხ­ლზე და­ცე­მუ­ლი და ატი­რე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი, ზურაბ კახაბრიშვილი.

    საინტერესო თემებზე ოლიმპიელთა ექიმმა ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

    "ამ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. გა­მოჩ­ნდა და ტრი­ა­ლებ­და ის ემო­ცი­უ­რი კად­რი, ბე­ქა­უ­რის გა­მარ­ჯვე­ბამ რომ მომ­გვა­რა.

    ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბაც, სიყ­ვა­რუ­ლის ამონ­თხე­ვაც... როცა 2004 წელს, ასა­ნი­ძემ და ზვი­ა­და­ურ­მა - (ერ­თმა ცალ­ფე­ხამ და მე­ო­რე - ცალ­ხე­ლამ) მო­ი­გეს ოლიმ­პი­ა­და, 2008 წელს - კვირ­კვე­ლი­ამ, იმ დროს არ იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან ასე­თი გა­შუ­ქე­ბა, თო­რემ მა­ში­ნაც დიდი ემო­ცი­ე­ბი და სი­ა­მა­ყე იყო.

    ვი­ტყო­დი, რომ ტა­ლა­ხა­ძე­ზე და ბე­ქა­ურ­ზე რაც ხდე­ბო­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მეტი იყო სპორ­ტის, მე­დი­ცი­ნის, ქარ­თვე­ლო­ბის და ერ­თად დგო­მის პი­ა­რი.

    მე ჩემი საქ­მე გა­ვა­კე­თე, თქვენ კი კარ­გად და­ი­ნა­ხეთ, რომ ეს გა­ა­კე­თეს ზუ­რამ, ქევ­ხიშ­ვილ­მა, გუ­ჯე­ჯი­ან­მა, ბე­ქამ, ლა­შამ, მთელ­მა გუნ­დმა და ქარ­თულ­მა სიყ­ვა­რულ­მა. რო­დე­საც ლა­შას თვა­ლებ­ში ჩა­ვი­ხე­დე, მივ­ხვდი, რომ ამ ბიჭს შე­ეძ­ლო ბრძო­ლა და ტკი­ვი­ლის მარ­თვა (ტრავ­მი­რე­ბუ­ლი იყო).

    ეს იყო მთა­ვა­რი, თო­რემ ჯან­მრთე­ლე­ბიც წა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ ის ხა­სი­ა­თი ვერ გა­მო­ი­ჩი­ნეს.

    სპორ­ტსმე­ნი იმ დღეს უნდა იყო გან­წყო­ბი­ლი, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი ემ­ზა­დო და იმ დღეს ვერ გა­მო­ი­ჩი­ნო თავი. შე­იძ­ლე­ბა არ იყო კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­გორც ბე­ქა­უ­რის, პლეს­ნო­ის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ჟი­ნით, ხა­სი­ა­თით და სიყ­ვა­რუ­ლით ტკი­ვილ­საც მარ­თავ და ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ", - განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა.