გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი ანდრო ქუჯაშვილი.
ოჯახმა იცოდა, რომ როდესაც ანდრო სამსახურს დაასრულებდა მეგობრებთან ერთად ბათუმში, ქორწილში უნდა წასულიყო.
"წავიდა სამსახურში და მოხდა ასეთი რაღაც. ახალი დაწყებული ჰქონდა სამსახური. ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა. ქორწილში უნდა წასულიყო ბათუმში და ვეღარ წავიდა. ახლა მიმდინარეობს უკვე ამოცნობა",- ამბობს გარდაცვლილის ოჯახი "ტვ პირველთან" საუბრისას.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა. ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.