სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სანიოლი კვარაცხელიას სიმღერას სახალისოდ ეხმაურება: "კარგია, რომ ფეხბურთს უკეთ თამაშობ,ვიდრე..."

    სანიოლი კვარაცხელიას სიმღერას სახალისოდ ეხმაურება: "კარგია, რომ ფეხბურთს უკეთ თამაშობ,ვიდრე..."
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს ეხმაურება, სადაც ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლის" ვახშამზე მღერის.

    "სფფ-სა და ეროვნულ ნაკრებში ყველა ბედნიერია, რომ შენი საფეხბურთო უნარები უკეთესია, ვიდრე შენი ვოკალური მონაცემები" - აკომენტარებს სანიოლი Geo Team-ის გვერდზე განთავსებულ პოსტს. მას კვარაცხელიამ სიცილის სმაილით უპასუხა.

    "ნაპოლიში" გალა-ვახშამი გაიმართა, სადაც, ტრადიციულად, გუნდის ახალწვეულებმა სიმღერა უნდა შეასრულონ. "პარტენოპეის" ქართველმა შემტევმა Opus-ის Live is Life შეასრულა.