სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მანჩესტერს რონალდუს სანაცვლოდ 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ, პასუხს ველოდებით", - ფარერული კლუბი

    "მანჩესტერს რონალდუს სანაცვლოდ 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ, პასუხს ველოდებით", - ფარერული კლუბი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "კლაკსვიკმა" ხუმრობით განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 20 ცხვარი შესთავაზა.

    რონალდუს დიდად არ ხიბლავს ევროპა ლიგაზე თამაში და ისეთ გუნდში სურს გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, "კლაკსვიკი" ამისგან შორსაა, მაგრამ მათი მცდელობა მაინც დასაფასებელია.

    "რონალდუს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩვენი 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ. ახლა პასუხს ველოდებით," - წერია კლუბის განცხადებაში.

    ცნობისთვის, "კლაკსვიკი" ის გუნდია, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ანგარიშით 6:1 გაანადგურა.