სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს..."- იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე ალაპარაკდა

    "კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს..."- იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე ალაპარაკდა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშს გენიალურად იწყებს.

    ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
    ხვიჩას შესახებ გავლენიანმა ჟურნალისტმა, ანგელო პომპამეომ ისაუბრა:

    "კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკა აქვს და შეუძლია, მეტოქის საჯარიმოს ცენტრალურ ნაწილში პასები განახორციელოს, რაც ოსიმენს შანსს აძლევს. ქართველი არაპროგნოზირებადია, დარტყმაზეა მიმართული და ორივე ფლანგზე შესანიშნავად თამაშობს." - აცხადებს იტალიელი ჟურნალისტი.