სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქარი შეიცვალა და ვერტმფრენმა ვარდნა დაიწყო" - გუდაურის გმირმა, ზაზა ლორიამ ურთულესი ფრენა შეასრულა

    "ქარი შეიცვალა და ვერტმფრენმა ვარდნა დაიწყო" - გუდაურის გმირმა, ზაზა ლორიამ ურთულესი ფრენა შეასრულა
    2 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი ზაზა ლორია, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

    ზაზასთვის მფრინავობა ბავშვობის ოცნება იყო. სკოლის დასრულების შემდეგ საავიაციო სასწავლებელში ჩააბარა და ამ ოცნების ასრულებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა.

    ზაზა ლორია "იმედის გმირების" სიუჟეტში ერთ-ერთ რთულ ფრენას იხსენებდა მყინვარწვერზე. მაშინ მაშველებმა ვერტმფრენიდან გამოძრომა მოახერხეს. გუდაურის ოპერაცია კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

    "სა­ერ­თოდ, ვერ­ტმფრენს უკ­ნი­დან როცა უბე­რავს ქარი, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, ყო­ველ­თვის შევ­დი­ვართ წინა მხრი­დან რო­დე­საც გვი­ბე­რავს ქარი, მაგ­რამ მთებ­ში ქარი ძა­ლი­ან ხში­რად იც­ვლე­ბა და აი, დაჯ­დო­მის მო­მენ­ტში შე­იც­ვა­ლა ქარი და ვერ­ტმფრენ­მა და­ი­წყო ვარ­დნა. ერთი რაც მოვასწარით, წამების ამბავი იყო, შემოგვეტრიალებინა ვერტმფრენი და გადაგვეგდო ხეობაში, მოგვცა იმ წამება საშუალება რომ გამოვმძვრალიყავით და წამოვსულიყავით. ასეთ დროს ალბათ არ ფიქრობ რომ პასუხისმგებლობა გაქვს, ხარ თავჩახრილი და მექანიკურად მოქმედებ, რომ გადაარჩინო ვერტმფრენი და გამოიყვანო ამ რთული მდგომარეობიდან", - იხსენებდა მფრინავი ორი წლის წინ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ