სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს - 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება" - ირაკლი კობახიძის განცხადება

    "კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს - 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება" - ირაკლი კობახიძის განცხადება
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მე მგონი 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება

    რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები. 15,4% არის 2022 წლის მაჩვენებელი, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია, „ნაცმოძრაობის“ დროს, ანუ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვეს 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა."

    აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მან ნაციონალურ მოძრაობის ახალ კამპანიაზე ისაუბრა.