სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა და გვჭირდება ვერტმფრენები - რას ამბობდა სააკაშვილი

    VIDEO: ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა და გვჭირდება ვერტმფრენები - რას ამბობდა სააკაშვილი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.​ ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

    სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

    გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

    ამ მოვლენების ფონზე აქტუალური გახდა მიხეილ სააკაშვილის ძველი ვიდეო, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ვერტმფრენების განახლების აუცილებლობაზე საუბრობდა.